cover image: ქართული მას-მედია და რუსეთ-უკრაინის ომი გამოწვევები და რეკომენდაციები

20.500.12592/d054cc

ქართული მას-მედია და რუსეთ-უკრაინის ომი გამოწვევები და რეკომენდაციები

1 Jun 2022

ძირითადი მიგნებები ამ გამოწვევებისა და პრობლემური ტენდენციების აღწერა ალბათ უნდა დავიწყოთ ომის „თეატრალიზებისა“ და ერთგვარ „რეალითი შოუდ“ წარმოდგენის მცდელობებით, რაც ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე დაიწყო და განსაკუთრებით შესამჩნევი იყო პირველი რამდენიმე კვირის მანძილზე. [...] ამის ნაცვლად ქართული მედიასაშუალებების დიდი ნაწილი, როგორც წესი, პირველწყაროს მითითებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გარეშე ავრცელებს უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლებიც ზოგჯერ არ დასტურდება და საბოლოო ჯამში თემის ირგვლივ საზოგადოების არასწორ ინფორმირებას და დაბნევას იწვევს. [...] საკუთარი ემოციებისა და პოზიციის დემონსტრირება ომის გაშუქებისას ქართულ მედიაში შესაძლოა განპირობებული იყოს ისევ და ისევ უკრაინული მედიის პირდაპირი კოპირებით, თუმცა უკრაინული მედია დღეს სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაშია სხვა ქვეყნების (მათ შორის, მოკავშირე ქვეყნების) მედიასთან მიმართებაში და ის, რაც შესაძლოა ბუნებრივი იყოს უშუალოდ უკრაინული მედიისთვის, შესაძლოა სულაც არ იყოს ყოველთვის ადეკვატური ს. [...] ამავე დროს, თუ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით და გადავავლებთ თვალს მედიასა და ინფორმაციაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების (IDFI13, MDF14, DRI და სხვ.) პოზიციას 15 და მათ მიერ გამოკვეთილ აქცენტებს 16 უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, დავრწმუნდებით, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც ამ პროცესში მათი ყურადღების არეალში ხვდება, რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაციაა. [...] და ბოლოს - მიმდინარე ცხელი კონფლიქტის განხილვის პროცესში მედიამ სასურველია მეტი ყურადღება დაუთმოს იმ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც უშუალოდ ომისა და კონფლიქტების თემაზე მუშაობენ და არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმ რეკომენდაციებით, რომლებიც პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე არიან ორიენტირებული; ომისა და კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი საზოგადოებების პრობლემების გაშუქება რეალურად მოითხოვს სპეციფი.

Authors

User

Pages
10
Published in
Georgia
Title in English
Georgian Mass Media and Russia-Ukraine War Challenges and Recommendations [from PDF fonts]