S r o m e b i XXI - SS  rr  oo  mm  ee  bb  ii

20.500.12592/rgfgsz

S r o m e b i XXI - SS rr oo mm ee bb ii

8 Aug 2022

რუსეთის მონაწილეობა შეფასდა, როგორც მრავალროლური და მრავალფუნქციური დომინანტა და ასიმეტრიული ძალაუფლება, რომელმაც შეზღუდა და შეაფერხა საქართველოს სამშვიდობო პროცესები და კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობები; გააძლიერა რუსეთის ბერკეტები რეგიონულ და საერთაშორისო არენაზე. [...] კვლევის საგანი და მეთოდოლოგია წინამდებარე კვლევის საგანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად შემუშავებული, სამშვიდობო პროცესის მონაწილეთა მიერ 1990-2008 წლებში მიღებული და ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულებებია. [...] სამშვიდობო ხელშეკრულებათა რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზით დადგინდა მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებათა შემუშავებაში რუსეთის მონაწილეობის ფორმები; გამოვლინდა საქართველოს სამშვიდობო პროცესში რუსეთის მონაწილეობის, მოლაპარაკებებში მისი პოზიციონირებისა და როლის ამსახველი მონაცემები. [...] რუსეთის მონაწილეობამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში და სამშვიდობო ხელშეკრულებებში საქართველოს კონფლიქტები გაახანგრძლივა და კარგა ხნით გადაავადა სამშვიდობო შედეგები: რუსეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებათა სამივე ჯგუფში აქტიური მონაწილეობით, საკუთარი როლისა და ფორმის მრავალფეროვნებით, მოლაპარაკებათა ყველა ფორმატი საკუთარი მიზნის მისაღწევად გამოიყენა. [...] მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებებში რუსეთის ფინანსური მონაწილეობით გაიზარდა მისი ძალაუფლება: საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისა და მოლაპარაკებათა პროცესებში რუსეთის ფინანსურმა ჩართულობამ გამოიწვია კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მასზე დამოკიდებულების (მიბმულობის) გაზრდა და საქართველოს სამშვიდობო პროცესში რუსეთის უალტერნატივო, მუდმივი მონაწილეობის გარანტიები.
Pages
33
Published in
Georgia
Title in English
S r o m e b i XXI - SS rr oo mm ee bb ii [from PDF fonts]